„ქართული ოცნების“ პრესცენტრის
ცნობით, კოალიციის წევრის,
გიგა
ბუკიას
კუთვნილი
ნაკვეთი
და
საცხოვრებელი
სახლი
აუქციონზე
გაიყიდა.
ბიძინა ივანიშვილის სოციალურ
ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ბუკია აცხადებს,
რომ იგი დაჯარიმებული იყო 190 000 ლარით, აუქციონიდან შემოსული თანხა კი 120 000 ლარით აღემატება ჯარიმის ოდენობას.
ბუკია მოითხოვს ეს თანხა მის ანგარიშზე დაირიცხოს, რის შემდეგაც ის და მისი ოჯახის წევრები მას „ქართული ოცნების" ანგარიშზე შეიტანენ.
პოლიტიკური პარტიებისთვის დაუსაბუთებელი წარმომავლობის
თანხების გადარიცხვის მოტივით 17 პირის წინააღმდეგ სამართალდარღვევათა ოქმებით აუდიტის
სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,
ჩვიდმეტივე პირი გადარიცხული თანხების ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმდა.
გუშინ აუქციონზე 10 შემომწირველის ქონება გავიდა, დანარჩენი
პირების ქონებაზე კი აუქციონი 6 აგვისტოს ჩატარდება.
internet.ge