ბეშუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან
საქმეთა სამინისტროში ოფიციალური კომენტარი გაკეთდა.
დეტექტივ გიორგი ბუხრაშვილის განცხადებით, პოლიციამ
დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის კონფლიქტის აცილების მიზნით, გაატარა შესაბამისი
ღონისძიებები და მოახდინა მათი ერთმანეთისგან დისტანცირება
„ხულოს რაიონ კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაულ
„შუამთობა 2012"-ის აღსანიშნავად შეკრებილი იყო ადგილობრივი მოსახლეობა.
ტერიტორიაზე მისულ ცალკეულ ჯგუფსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონფლიქტის
აცილების მიზნით, პოლიციამ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები და მოახდინა მათი
ერთმანეთისგან დისტანცირება.
საქართველოს პოლიცია დაიცავს ყველა ჯგუფის, მათ
შორის ყველაზე აგრესიული ჯგუფის გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ამავდროულად
გამოიყენებს კანონით განსაზღვრულ ყველა საშუალებას და არ დაუშვებს, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს დაპირისპირებასა
და შეტაკებაში“,- განაცხადა გიორგი ბუხრაშვილმა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ განცხადებაც გაავრცელა.
internet.ge