ზურაბ ზვიადაურს ავტომანქანა ჩამოართვეს
19:48 04.08.2012
|
დღის სიახლეები
|
„ქართული ოცნების“ წევრს ზურაბ ზვიადაურს ავტომანქანა ჩამოართვეს.
ზვიადაური დაბა აგარასთან საპატრულო
პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და ავტომანქანის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა მოსთხოვეს.
ზვიადაურმა აღნიშნული დოკუმენტი ვერ წარმოადგინა, რის გამოც, კანონდებლობის შესაბამისად, მას ავტომანქანა ჩამოერთვა.
ავტომანქანა გორის საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი და მას მფლობელის გამოცხადების ან საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენის შემთხვევაში დაუბრუნებენ.
ზვიადაური ბათუმში, ხვალ დაგეგმილი აქციისთვის მიემგზავრებოდა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|