შინაგან
საქმეთა სამინისტრო სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის გარდაცვალებასთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო
საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრე, 31 წლის უფროსი სერჟანტი, ზაზა
კაპანაძე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად გახდა
ცუდად, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.
ექიმების პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი
გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული
ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს.
internet.ge