მოსკოვში გამართული ფესტივალის „ვეგანფესტის“ დროს დააკავეს ჯგუფ „მაკულატურას“
ორი წევრი, რომლებმაც პუტინზე სიმღერა შეასრულეს.
ევგენი ალიოხინი და კონსტანტინ სტროკოლსკი ხულიგნობაში დაადანაშაულეს.
ერთ-ერთი ვერსიით, დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც მათ პოლიცელებს „ნაგავი“
უწოდეს. მეორე ვერსიით კი მათ სიმღერაში „ცუდად მოიხსენიეს“ ვლადიმერ პუტინი და
მმართველი პარტია „ედინაია როსია“.
გასულ წელს ეკატერინბურგში სამართალდამცველებმა დაარბიეს პოპულარული
როკ-ჯგუფის „პსიხეას“ კონცერტი იმ მოტივით, რომ ღონისძიება არასანქცირებული იყო და
მასზე მკვლელობებიკენ მოწოდებები ჟღერდა. ასეთი დასკვნა პოლიციამ სიმღერის -
„მოკალი მენტი“ - ტექსტიდან გამოიტანა.
პუტინზე სიმღერისა და პარალელურად საეკლესიო სიწმინდეების
შეურაცხყოფის გამო დაკავებულია პანკ-ჯგუფის „ღაშ რიოტის“ სამი წევრი გოგონა.
internet.ge