შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მესტიაში, თეთნულდის მთაზე ჩარჩენილი 4 რუსი ალპინისტის გადარჩენას ცდილობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტები ზღვის დონიდან 3 700 მეტრზე იმყოფებიან. ერთ-ერთ მათგანს კი ფეხი აქვს დაზიანებული.
არსებული ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფები დანიშულების ადგილზე მისვლას უამინდობის გამო ვერ ახერხებენ.
internet.ge