პომპეის მახლობლად
ფარული „სუპერ ვულკანის“ ამოფრქვევის საფრთხეა. ამის შესახებ
განცხადებას მეცნიერები აკეთებენ. მათი დასკვნით, აღნიშნულ ზონაში შეინიშნება
ინტენსიური სეისმური აქტივობა.
მეცნიერები გეგმავენ
გაბურღონ ნიადაგი და გამოიკვლიონ დეტალურად თუ რა პროცესები მიმდინარეობს
ზედაპირის ქვემოთ. თუმცა, ექსპერტები შიშობენ, რომ საბურღმა აპარატებმა, შესაძლოა,
ვულკანის ამოფრქვევა დააჩქაროს.
მეცნიერების ვარაუდით,
შესაძლოა, აღნიშნული ვულკანის ამოფრქვევას გლობალური კატასტროფული შედეგები
მოჰყვეს.
Internet.ge