კახეთის,
სამცხე-ჯავახეთისა
და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებისთვის, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალედნენ ევროკავშირი 118.000 ევროს გამოყოფს.
ამის შესახებ საქართველოში
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
დახმარება გავრცელდება „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ“. აღნიშნული დახმარება
გამოყენებული იქნება ბავშვებისათვის ფონდის შესაქმნელად. ამასთან, დაზარალებულ
მოსახლეობას დაურიგდება პირველადი მოხმარების ნივთები - ლეიბები, საბნები, სამზარეულო ჭურჭელი, ჰიგიენური კომპლექტები და ბრეზენტის საფარი.
„19 ივლისს, სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველო სასტიკად დაზარალდა ძლიერი
წვიმისა და სეტყვის შედეგად. სულ 20 ათასზე მეტ ოჯახს
მიადგა ზარალი. ასევე
დაზიანდა გზები, საკომუნიკაციო ხაზები და შეწყდა
წყლის მიწოდება.
დაიტბორა სახლები
და ფერმები. გაანადგურა ნათესები“, - აღნიშნულია
ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
Internet.ge