ინტერნეტსივრცეში
განხილვის საგნად იქცა ვიდეო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვალაამში ვიზიტს
ასახავს, სადაც რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების სამეურვეო საბჭოს სხდომა
ჩატარდა.
კადრებში
ასახულია, როგორ დახვდა პუტინს მონასტრის მრევლი: ქალები მას წერილებს და ფოტოებს
გადასცემენ, ერთ-ერთი კი იმასაც ეკითხება: „როგორ ავიღო თქვენგან კურთხევა?“.
როცა პუტინი
მღვდლებთან მივიდა მისასალმებლად, ერთ-ერთმა მათგანმა პრეზიდენტისთვის ხელზე კოცნა
დააპირა, რაც პრეზიდენტს, როგორც ჩანს, არ ესიამოვნა და თავგამოდებულ სასულიერო
პირს პირდაპირ მუშტი მოუღერა.
internet.ge