საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხეში სასტუმრო „ლომსია“ გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა შენობა დაათვალიერა და იქ მომსახურე პერსონალსაც გაესაუბრა.
სასტუმროს მშენებლობისთვის „ვისოლ ჯგუფმა“ რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. სასტუმრო „ლომსია“ 63 ნომრიანია და 150-მდე სტუმარზეა გათვლილი. აქ განთავსებულია რამდენიმე რესტორანი. სასტუმროს პროექტზე გერმანელი არქიტექტორი მანფრედ რონშტედტი და ქართველი არქიტექტორი თენგიზ კვანტალიანი მუშაობდნენ.
სასტუმროში 60-მდე ადგილობრივი დასაქმდა, რომლებმაც სპეციალური ტრენინგი გაიარეს. მიხეილ სააკაშვილმა ახლადგახსნილი სუპერმარკეტი „სმარტიც“ დაათვალიერა, სადაც ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქცია იყიდება.
Internet.ge