„ქართული
ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი დღეს სამღერეთის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.
კოალიციის პრესამდივნოს ინფორმაციით, დეპუტატობის კანდიდატს მოსახლეობამ სამღერეთის ქუჩისა და ზოგადად ლოტკინის პრობლემები გააცნო.
„ზაფხულის
ცხელი დღეების დადგომისთანავე,
ლოტკინის,
დადიანის და მთლიანად ნაძალადევის რაიონის წყალმომარაგება ზღვის წყალით ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი ზაფხულის პერიოდში მოსახლეობას სასმელად უვარგისი თბილი წყალი მიეწოდება. ამ რაიონის მოსახლეობის უმრავლესობა ხელმოკლეობის გამო ისეც ვერ ახერხებს ქალაქიდან გასვლას და თბილისში გამოკეტილებს სასმელად ვარგისი წყალიც არ აქვთ“, - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე
თქმით, ნაძალადევი მეორეხარისხოვანი
რაიონი აღარ იქნება და ისარგებლებს ყველა იმ სიკეთით, რითაც ე.წ. პრივილეგირებული
რაიონები სარგებლობენ.
ამასთან,
თეა წულუკიანმა მოსახელობას „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის, დასაქმების, განათლების პროგრამები გააცნო და არსებული პრობლემების მოგვარების მისეული გეგმის შესახებ ესაუბრა.
internet.ge