პოლიციამ
მიწისქვეშ მცხოვრები 27 ბავშვი და 38 ახალგაზრდა აღმოაჩინა. ისინი თავს „მუამიმის“
სექტას უწოდებენ და აცხადებენ, რომ მუსულმანები არიან. მათ სასამართლომ ბავშვების
წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკისათვის ბრალი წაუყენა.
„მუამიმის“
წევრები მიწიდან დაახლოებით რვა დონით
დაბლა, სამსართულიან აგურის სახლში ცხოვრობდნენ, რომელიც 700 კვადრატულ მეტრს
შეადგენს. რუსული მედიის ცნობით, მხოლოდ რამდენიმე მათგანი გამოდიოდა საკნიდან,
რათა საჭირო პროდუქტი შეეძინათ.
ჯერ-ჯერობით
დაუდგენელია ვინ არის სექტის დამაარსებელი და რამდენი ხანია ასეთ პირობებში ცხოვრობენ.
ცნობილია, რომ ზოგიერთი ბავშვი აქ დაიბადა და არ მიუწვდებოდათ ხელი განათლებასა და
ჯანდაცვაზე. მათ მზის შუქიც კი არ უნახავთ. ერთ-ერთი წევრი, 83 წლის ფაიზრაკჰმენ
სატაროვი, ამტკიცებს, რომ ის არის უკანასკნელი მუსლიმანი წინასწარმეტყველი.
აღმოჩენილი
სექტის წევრები არ აღიარებენ რუსეთის კანონმდებლობას და აცხადებენ, რომ
დამოუკიდებლები არიან.
მიწისქვეშეთში
აღმოჩენილი ბავშვები პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ერთ-ერთი პედიატრის
განცხადებით, ამ ეტაპზე ბაშვებზე დაკვირვება მიმდინარეობს, ვინაიდან შესაძლოა მათ
ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდეს.
internet.ge