ერთსაათიანი
ძლიერი წვიმის გამო, ქუთაისში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ე.წ.
ბალახვანის დასახლებასა და
საფიჩხიაზე საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები წყლით დაიფარა.
წვიმის
გამო შეფერხებული იყო ავტომობილებით გადაადგილებაც.
სტიქიის
გამო, მოსახლეობას
საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანდა, პრობლემები შეექმნათ მაღაზიების მეპატრონეებსაც.
ქუთაისში გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის
განმავლობაში მიმდინარეობდა.
internet.ge