საქართველოს
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საფეხბურთო
კლუბ „გორის დილას“ და ყველა ქართველ გულშემატკივარს გამარჯვებას ულოცავს.
ქვეყნის
პირველმა პირმა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება, სოციალურ ქსელ
facebook“-ის ოფიციალურ
გვერდზე გაავრცელა.
მიხეილ
სააკაშვილმა გუნდს მომავალში წარმატებები უსურვა.
„გორელებმა კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთეს ქართული სპორტის გულშემატკივრებს. ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვების შემდეგ, საქართველო უკვე გორის „დილამ“ ასახელა საერთაშორისო ასპარეზზე. საფეხბურთო კლუბი გუშინ ევროპის ლიგის შესარჩევი ეტაპის ბოლო საფეხურზე გადავიდა და ამ გამარჯვებით, ქართული ფეხბურთის აღზევების იმედი დაგვიბრუნა.
მჯერა, რომ ქართლელებისთვის ჩვეული შემართებითა და ჟინით, გუნდი ყველა ბარიერის გადალახვას შეძლებს და სანატრელ გამარჯვებებსაც მოგვიტანს.
ამ წარმატებას ვულოცავ როგორც გუნდს, ისე გორელებს და გამარჯვებებს მონატრებულ ყველა ქართველ გულშემატკივარს. „დილას“ კი მხოლოდ შემდგომ წინსვლას ვუსურვებ, წინსვლას, რომელიც დღეს ასე სჭირდება ქვეყანას ყველა საქმეში“,- ნათქვამია განცხადებაში.
internet.ge