საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის-1505-ის თანამშრომლებს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრი ცხელი ხაზის მუშაობის პროცესს გაეცნო და მოქალაქეების მიერ ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვებით დაინტერესდა.
ვანო
მერაბიშვილმა
ზურაბ ჭიაბერაშვილთან საუბრისას განაცხადა, რომ 1505 უნდა იყოს მაგალითი სხვა, კერძო და სადაზღვევო კომპანიებისთვის,
თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს
ცხელი ხაზი.
პრემიერის განცხადებით, 1-ელი სექტემბრიდან, დაზღვეულთა რაოდენობის 900 000 ადამიანით ზრდის გამო, დატვირთვა სადაზღვევო კომპანიების ცხელი ხაზის ნომრებზე კიდევ უფრო გაიზრდება, რისთვისაც აღნიშნული კომპანიების რესურსები შესაძლოა საკმარისი არ იყოს.
ამის გამო სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ეს ფაქტორი და წინასწარ მიიღოს აუცილებელი ზომები, რათა არ მოხდეს შემოსული ზარების დაყოვნება.
შეგახსენებთ, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი-1505 27 ივნისიდან ფუნქციონირებს. ცხელ ხაზზე 24 საათის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეკოს და მიიღოს პასუხი ყველა სახის შეკითხვაზე ჯანდაცვის სფეროში. 1505-ს
მზად
ჰყავს სარეზერვო ჯგუფი, რომლის სამუშაო პროცესში ჩართვაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება.
internet.ge