ხასავიურტის
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სალიმხან ჯამალდინოვი სამსახურიდან მას
შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი ვაჟი ბოევიკებს ეხმარებოდა.
რამდენიმე
დღის წინ ხასავიურში 4 ბოევიკის ბლოკირება მოახდინეს.
სამართალდამცველებმა
ერთი მოკლეს, სამი კი დანებდა. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ერთ-ერთი ჩაბარებული
ჩინოვნიკის ვაჟი, 1981 წელს დაბადებული ისხაკ ჯამალდინოვი იყო.
მოგვიანებით
კი დაადგინეს, რომ რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის შვილს ჯერ კიდევ 2010
წლიდან აქვს კონტაქტი ბოევიკებთან. ის მათ საკვებითა და მედიკამენტებით და
ტრანსპორტითაც ხშირად ეხმარებოდა. ამასთან, თავის დროზე, ჯამალდინოვ-უმცროსმა
საკუთარ სახლში თავშესაფარი მისცა ხასავიურტის ბანდის ერთ-ერთ-ლიდერს - იუწყება
„ლენტა რუ“.
internet.ge