თურქეთში
დაკავებული
142 ქართველი
რამდენიმე დღეში თურქეთის ტერიტორიას დატოვებს. დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება თურქმა სამართალდამცველებმა
მიიღეს.
მასშტაბური
სპეცოპერაცია
სოფელ ესკიმ აზარში რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. პოლიციამ თურქეთში არალეგალურად მყოფი პირები აღმოჩინა, რომლებსაც თხილის პლანტაციებში ამუშავებდნენ.
თურქული
მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა უმრავლესობა ქალები არიან, რომელთაც მუშაობა გაუსაძლის პირობებში უწევდათ.
internet.ge