უკვე მეოთხე დღე-ღამეა,
რაც ათონის წმინდა მთაზე ხანზარი მძვინვარებს.
საბერძნეთმა ცეცხლის
ჩასაქრობად არმიის ნაწილებიც გადაისროლა. 14 თვითმფრინავი, 2 მძიმე
სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენი, 290 ჯარისკაცი და ოფიცერი და 20 მფრინავი სამხედრო
ავიაციისა, ჯერჯერობით ხანძრის ლოკალიზებას ვერ ახდენენ.
როგორც სხვადასხვა
საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, ცეცხლი მონასტრის ტერიტორიაზე გაშენებულ
ვენახებს მოედო.
მსხვერპლის შესახებ არ
იუწყებიან.
40-გრადუსიანი სიცხის
პირობებში ხანძრის ლიკვიდაცია საკმაოდ გართულებულია, თუმცა ცეცხლის შეჩერება
ჰილანდარის მონასტრის მისადგომებთან მაინც მოხერხდა.
საბერძნეთის თავდაცვის
სამინისტრო აცხადებს, რომ ცენტრალურ მაკედონიაში მზადყოფნაში არიან შეიარაღებული ძალები,
თუკი მათი დახმარება აუცილებელი გახდება.
Internet.ge