წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თბილისი მერიამ დედაქალაქში
საარჩევნო პლაკატების გაკვრის წესი გამოაცხადა. მერიამ საარჩევნო სუბიექტებისთვის
სპეციალური სტენდები დაამონტაჟა. თითოეულ პარტიას ამ სტენდებით სარგებლობის
თანაბარი უფლება ექნება.
გარდა ამისა, განისაზღვრა იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი,
რომლებზეც პლაკატების განთავსება იკრძალება.
მერიის მიერ შედგენილ სიაში ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებული
სხვადასხვა კულტურული ძეგლები, რეაბილიტირებული შენობები, სახელმწიფო
თვითმმართველობის ორგანიები შედის.
Internet.ge