ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ჩემპიონობისთვის ორი ქართველი
ფალავანი იბრძოლებს. დიდ ბრიტანეთში საქართველოს სახელით ბოლო ორი
სპორტსმენი წარდგება.
გიორგი გოგშელიძე პირველ ორთაბრძოლას ეგვიპტელ სალე ემარას
წინააღმდეგ ჩაატარებს. ოთარ თუშიშვილი კი უზბეკ იხტიორ ნავრუზოვს
დაუპირისპირდება.
საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრების ორმა წარმომადგენელმა გუშინ
ლონდონში თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საპრიზო ადგილი დავით
მოძმანაშვილმა და დავით მარსაგიშვილმა დაიკავეს.
internet.ge