დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
დასაქმების სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ნიკა რამიშვილმა
აჭარაში, აჭარის დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად,
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო
მონაწილეობა.
პირველი ღონისძიება სტუდენტებთან შეხვედრა იყო, რომლებიც აჭარის
დასაქმების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში დარეგისტრირდნენ და ამ
საკითხზე სპეციალური ტრენინგი ჩაუტარდათ.
დღესვე ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს დასაქმების სახელმწიფო
მინისტრის აპარატსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების
სააგენტოს შორის.
მსგავსი სახის სააგენტოები ეტაპობრივად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაიხსნება.
დღესვე ნიკა რამიშვილი პირველადი ჯანდაცვის 60-მდე ექიმს გაესაუბრება,
რომელთა გადამზადების პროცესი საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით
მიმდინარეობს.
internet.ge