კანში ჩასული შვედეთის
პრინცი კარლ ფილიპ ედმუნდ ბერტლი ერთ-ერთ ღამის კლუბთან ბანდიტის თავდასხმის
ობიექტი გახდა - წერს შვედური გაზეთი Local.
ინცინდენტი მაშინ მოხდა, როცა პრინცი მეგობარ გოგონასთან ერთად კლუბ Baoli-დან გადიოდა. თავდამსხმელმა კარლ ფილიპს მუშტი
ჩაარტყა და კისერში ჩაეჭიდა.
პრინცის დაცვა მეგობარმა გოგონამ დააპირა, ამ აურზაურის გამო კი
შემთხვევის ადგილზე ხალხი მოგროვდა და დაზარალებულები უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს.
კარლ ფილიპი ერთადერთი ვაჟიშვილია ამჟამინდელი მონარქის კარლ XVI
გუსტავისა და დედოფალ სილვიასი. პრინცი მეფობის რიგში მესამეა - თავისი დისა და
ბიძაშვილის შემდეგ.
Internet.ge