სათვალთვალო კამერამ
დააფიქსირა მამაკაცი, რომელიც უგონო მდგომარეობაში მყოფ მოზარდს დაახლოებით 10-ჯერ
ურტყამს სახეში.
ვიდეო კადრებში ჩანს, რომ
ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე პოლიციის მანქანამ გაიარა და ასახავს მოწმეს,
რომელიც უმოქმედოდ დგას მაშინ, როცა 18 წლის მოზარდი მიწაზე გაუნძრევლად წევს.
ახალგაზრდა, რომელზეც
თავდასხმა განხორციელდა საავადმყოფოშია მოთავსებული. ჰოსპიტალში მიყვანისას მას
გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან ძალადობის შედეგად დაუზიანდა თავის ქალა და
შეუშუპტა ტვინი. მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ კრიტიკულია.
დეტექტივ კრის ბოარდის თქმით,
მათთვის უცნობია რა გახდა ძალადობის მიზეზი. „მოზარდის კრიტიკული მდგომარეობიდან
გამომდინარე, ვერ ხერხდება მასთან გასაუბრება“ - განაცხადა მან.
28 წლის კრისტოფერ
მარა, რომელმაც თინეიჯერს სცემა, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
Internet.ge