ქართველი ოლიმპიელები
ცოტა ხნის წინ სამშობლოში დაბრუნდნენ. აეროპორტში მათ უამრავი გულშემატკივარი დახვდა.
1 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო - საქართველომ ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადა 7 მედლით და გუნდურ ჩათვლაში 39-ე ადგილზე დაასრულა.
მთლიანობაში მედლების რაოდენობით ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგი აშშ-ს ნაკრებმა აჩვენა, რომლის ანგარიშზეც მთლიანობაში 105 მედალია, საიდანაც 46 ოქროა, 29 ვერცხლი და 29 ბრინჯაო. მეორე პოზიცია ჩინეთმა დაიკავა, რომელიც კარგა ხანს ლიდერობდა ცხრილს, მესამეზე კი მასპინძელი დიდი ბრიტანეთის გუნდი გავიდა.
Internet.ge