თბილისის
სააპელაციო
სასამართლოში
კახა კალაძის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
თბილისის
საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი კახი კალაძე, 16 944
960 ლარით დაჯარიმა. ასევე დაყადაღდა მისი ქონებაც.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის
განმავლობაში, გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირებმა ბიძინა
ივანიშვილმა და კახი კალაძემ კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის სახით,
დანიშნულების მითითების გარეშე, სოლიდური თანხები გაიტანეს. დასახელებულ პერიოდში
ბიძინა ივანიშვილმა გაანაღდა 5.552.135 ლარი, ხოლო კახი კალაძემ 3.388.992 ლარი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მილიონობით ლარის ხარჯვის
საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფაქტის დადასტურების მიზნით, ბიძინა ივანიშვილს და კახი კალაძეს ფინანსური
მონიტორინგის სამსახურმა წერილით მიმართა, წარმოედგინათ დოკუმენტალურად
დადასტურებული ინფორმაცია ამ თანხებით განხორციელებული საქმიანობისა და გაწეული
ხარჯების შესახებ, რაზეც წერილის
ადრესატებმა დაუსაბუთებელი უარი განაცხადეს.
internet.ge