სააპელაციო სასამართლომ "ქართული ოცნების" 16 შემომწირველთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს
ერთ-ერთმა დაჯარიმებულმა - ნოდარ ჯავახიშვილმა დაუდასტურა.
„ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორი
ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა.
მისი თქმით, დღეს მიღებული გადაწყვეტილება
გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
სასამართლოს 2012 წლის 10
აგვისტოს დადგენილებებით გოჩა ბარამიძე, გოჩა ჩიკვილაძე, ნატო კოპლატაძე, დავით
კაჭახიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, თეონა ჯახუტაშვილი, ინგა ჯავახია, მაგდანა მუშკუდიანი, დავით დარჩია, დავით მათიკაშვილი,
ნინო უძილაური, ნატო ხაინდრავა, ნოდარ ჯავახიშვილი, ია გამცემლიძე, ირაკლი ბერაია,
დავით გალუაშვილი, ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად "მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 34 (2)-ე მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სახდელის სახით დაეკისრათ
ჯარიმის გადახდა აკრძალული შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობით.
ამასთან, სასამართლომ გაიზიარა ნოდარ ჯავახიშვილის, ნატო ხაინდრავას,
დავით გალუაშვილის და გოჩა ჩიკვილაძის პოზიცია განხორციელებული შემოწირულობის
ნაწილთან მიმართებაში ხანდაზმულობის თაობაზე, რამაც განაპირობა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სანქციის (ჯარიმის)
ოდენობის შემცირება.
internet.ge