მოსკოვში მაცხოვრის ტაძართან შეკრებილ Pussy Riot-ის მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ(VIDEO)
მოსკოვში მაცხოვრის ტაძართან
შეკრებილ ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქცია პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის მხარდასაჭერად ტარდებოდა. მისი მონაწილეები მაცხოვრის ტაძართან დღეს
დილიდან შეკრიბნენ. ისინი ტაძრის კიბეზე განლაგდნენ და გამოფინეს პლაკატი
წარწერით: „ნეტარ არიან მოწყალენი“.
თუმცა აქცია ერთი წუთის დაწყებული იყო,
როცა მის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს ტაძრის დაცვის თანამშრომლები დაესხნენ თავს
და შეკრებილთა ცემა და დაკავება დაიწყეს. ასევე ცდილობდნენ, ჟურნალისტებისთვის
ვიდეოკამერები დაემტვრიათ.
Internet.ge