კრასნოდარის
სოფელ პლოდაროდნის 15 კავკასიელი დაესხა თავს, რომლებიც იქვა კოტეჯებში ცხოვრობენ
- იუწყება რუსული მედია და დასძენს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა პოლიციის
უმოქმედობით აღშფოთებულია.
როგორც
თვითმხილველები ყვებიან, აზერბაიჯანელები და ჩეჩნები თავიდან ორ მოზარდს დაესხნენ
თავს და ისე სცემეს, რომ ბავშვები ფეხზე ვეღარ დგებოდნენ. შემდეგ კიდევ სამ
ახალგზარდას და ერთ ქალს გაუსწორდნენ, 9 წლის ბავშვი ველოსიპედიან გადმოაგდეს.
როცა ბავშვის მამა საშველად გაიქცა, ისიც სცემეს. თანაც ბანდიტები ყვიროდნენ - „აგჩეხავთ
ყველას! ვერავინ გადარჩება“.
როგორც თვითმხილველები
ამბობენ, თავდამსხმელებს ასეთი თავდასხმისთვის ამოტივი არ ჰქონდათ.
შეგახსენებთ,
კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ალექსანდრე ტკაჩოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა,
რომ მხარეში წესრიგის დამყარებას და ამისთვის კაზაკთა რაზმების ჩამოყალიბებას
იწყებს, რამაც ჩრდილოკავკასიელები გაანაწყენა.
ჩეჩნეთის
ლიდერმა რამზან კადიროვმა ტკაჩოვის ინიციატივა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი
იდეა ეთნიკურ დაპირისპირებას გამოიწვევს. გარდა ამისა, კადიროვმა შეახსენა
ტკაჩოვს, რომ ყუბანის მხარე, ზოგადად ჩრდილოკავკასიელების ტერიტორიაა.
Internet.ge