კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მასზე
დაკისრებული ჯარიმის - 20 მილიონი ლარის გადახდას აპირებს.
აღნიშნული განცხადება, ივანიშვილმა აჭარაში, მაჟორიტარების კანდიდატების
წარდგენისას გააკეთა.
„20 მილიონსაც გადავრიცხავ და კახი
კალაძეც გადაიხდის ჯარიმას, ოღონდ სტიქიით დაზარალებულებს მისცენ. 80
მილიონი გადავრიცხე იმ მიზნით, რომ დავხმარებოდი კახელებს ამ
თანხასაც გადავიხდი და ვერ იტყვიან, რომ ფული არ აქვთ. კახი კალაძეც დავითანხმე, რომ თავის ჯარიმას გადარიცხავს, ოღონდ მიზნობრივად, ხალხს მისცენ ის რაც დაკარგეს“,-
განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
თბილისის
საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი 20 მილიონით,
კახი კალაძე კი 17 მილიონამდე ლარით დააჯარიმა.
შეგახსენებთ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, 2012
წლის განმავლობაში, გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირებმა
ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის
სახით, დანიშნულების მითითების გარეშე, სოლიდური თანხები გაიტანეს. დასახელებულ
პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა გაანაღდა 5.552.135 ლარი, ხოლო კახი კალაძემ
3.388.992 ლარი.
internet.ge