თბილისის სპორტის სასახლეში "ევრო 2013"-ის შესარჩევ ეტაპზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა იწყება. ქართველი კალათბურთელები კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას 18 აგვისტოდან იწყებენ.
იგორ კოკოშკოვის გუნდი 4 საშინაო შეხვედრას დედაქალაქში მთავარ სპორტულ დარბაზში გამართავს. საქართველოს ნაკრების მეტოქეები რუმინეთის ლატვიის, ბოსნიისა და ჰოლანდიის გუნდები იქნებიან.
გულშემატკივარს სპორტის სასახლის სალაროებში დღეიდან ოთხივე მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10 და 15 ლარია.
"ევრო 2013 წლის" შესარჩევი ეტაპის მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს. წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას ქართველი კალათბურთელები 18 აგვისტოს, 19:00 საათზე, რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
internet.ge