გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის
გოგა პეტრუზაშვილის განცხადებით, კოალიცია "ქართული ოცნების" გურჯაანის
მაჟორიტარი კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი და კოალიციის სხვა წარმომადგენლები მის
სამუშაო კაბინეტში შეიჭრნენ და გარკვეული დროით გამგეობის მუშაობის
პარალიზება მოახდინეს .
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები
გამგეობის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ ბიუჯეტში გადარიცხული 80 მილიონი ლარის სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციის სახით დარიგებას
ითხოვდნენ.
კოალიციის წევრებთან ერთად სოციალურად დაუცველი ქეთევან დათუნაშვილიც იმყოფებოდა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები გამგებლის მოადგილესთან იმის გარკვევას ცდილობდა, თუ რატომ არ ეხმარებოდა მთავრობა ამ ქალბატონს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ დათუნაშვილს სახელმწიფოსგან ფულადი დახმარება არაერთხელ აქვს მიღებული. გამგებლის მოადგილესთან საუბრისას, ქეთევან დათუნაშვილმა მოულოდნელად შეუძლოდ იგრძნო თავი და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა.
internet.ge