თელავში სოფელ აკურაში 12 წლის მოზარდს
მაღალი სიჩქარით მიმავალი მოკროავტობუსი დაეჯახა. მოზარდის მდგომარეობა ამ
დროისთვის მძიემა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს თვითმხილველება
განუცხადეს, მიკროავტობუსი დასაშვებზე მეტი სიჩქარით მოძრაობდა.
დაშავებული მოზარდი თელავის რაიონულ საავადმყოფოში
გადაიყვანეს, თუმცა ტრავმების სიმძიმის გამო, ის კატასტროფის ბრიგადას თბილისში ამ
წუთებში გადმოჰყავს. 12 წლის მოზარდს დაზიანებები თავისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.
ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
Internet.ge