"ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი" იწყება
10:17 18.08.2012
|
დღის სიახლეები
|
დღეს ბათუმში სტარტს აიღებს 2012 წლის "ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი".
შეჯიბრი რბოლაში იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის 700- მეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა და მასში მონაწილეობის მიღება მოყვარულ და პროფესიონალ მრბოლელებს შეეძლებათ.
რალის საკვალიფიკაციო ეტაპი 11.00 საათიდან დაიწყება, 20.00 საათზე კი საფინალო შეხვედრები გაიმართება. რალის საპრიზო ფონდი 8000 ლარს შეადგენს. რბოლა ბათუმში უკვე მერვე წელია, რაც კომპანია "თეგეტა მოტორსისა" და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, ბათუმის მერიის, ტურიზმის სააგენტოსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით ტარდება.
19 აგვისტოს რალი პროფესიონალ მრბლოლებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის გაიმართება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|