სირიის ვიცე-პრეზიდენტი, ფარუკ შარაა ქვეყნიდან გაიქცა, ამის შესახებ ინფორმაციას
ტელეკომპანია "ალ-არაბია" ავრცელებს.
არაბული ტელეარხის ცნობით, სირიის ხელისუფლების მეორე პირი ოპოზიციის მხარეს გადავიდა და ის უკვე იორდანიის ტერიტორიაზე იმყოფება.
აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად არავინ ადასტურებს. ვრცელდება ხმები, რომ ფარუკ შარა შინა პატიმრობაში იმყოფება.
internet.ge