ტრაგედია მოხდა მეტროსადგურ „კრასნოპრესნენსკაიზე,“
სადაც 63 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ბოლო ვაგონში შევიდა,
თუმცა მალევე უკან გამოსვლა დააპირა. სწორედ ამ დროს ვაგონის კარი დაიხურა და მგზავრიც
მოიყოლა.
დიდი სიჩქარით მიმავალი მატარებლიდან მისი დახსნა შეუძლებელი
აღმოჩნდა, 63 წლის ივან გუდინი ბაქანზე დაცემის შედეგად გარდაიცვალა.
Internet.ge