რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის დამაკავშირებელი ტრანსკავკასიური მაგისტრალი ჩაკეტილია
ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომლის საშუალებითაც რუსეთის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს უკავშირდება, ჩაკეტილია.
ამის მიზეზი ღვარცოფია, რომელმაც გზის 65-ე კილომეტრზე ღორღი ჩამოიტანა. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება მოძრაობა.
მეწყერის საშიშროება მაგისტრალის სხვა მონაკვეთებზეც არსებობს, ამის გამო ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სპეციალურ განცხადებამდე მოძრაობა შეზღუდული იქნება.
internet.ge