ეგეოსის ზღვაში მდებარე
ბერძნულ კუნძულ ხიოსზე ხანძარმა მთელი ტყე გადაწვა და სახლებსა და კურორტებს
მიუახლოვდა.
ცეცხლს
200-მდე მეხანძრე, ვერტმფრენები და თვითმფრინავები ებრძოდნენ, თუმცა ძლიერი ქარის
გამო მისი ლოკალიზება შეუძლებელი გახდა.
ჯერ
კიდევ გასული კვირის ბოლოს ხალხმა საცხოვრებელი სახლები დატოვა, დღესდღეობით კი კუნძულის
10 დასახლებული პუნქტი საშიშ ზონად გამოცხადდა.
ცეცხლი
ხიოსზე მხოლოდ ძლიერდება და ალის დანახვა კუნძულ კრეტადანაც კი შესაძლებელია.
Internet.ge