ნორვეგიელი ტერორისტი ანდრეს
ბრეივიკი განაჩენს ელოდება, მანამდე კი ავტობიოგრაფიას წერს.
როგორც მისმა ერთ-ერთმა
ადვოკატმა ტორდ იორდეტმა განაცხადა, ბრეივიკი წიგნში აპირებს დეტალურად მოყვეს
საკუთარი დანაშაულების შესახებ. ის თავის იდეოლოგიაზეც დაწვრილებით დაწერს.
სასამართლო პროცესი ტერორისტის მიმართ 22 ივნისს დასრულდა. განაჩენი 24
აგვისტოს გახდება ცნობილი.
internet.ge