ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ "შადრევნის კოშკის" მშენებლობა მიმდინარეობს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს კომპანია "ალაზანი" აწარმოებს, რისთვისაც 810 ათასი ლარი დაიხარჯება.
ესპანელი და ქართველი
არქიტექტორების
მიერ დაპროექტებულ კოშკს ტურისტული ცენტრის ფუნქცია ექნება.
შადრევნის კოშკი გამორჩეული იქნება, რადგან კვირაში ერთხელ შადრევნიდან, წყლის ნაცვლად, ალკოჰოლური სასმელი, ქართული ჭაჭა გადმოედინება.
მერიის
წარმომადგენლების განცხადებით, კოშკი ჩაფიქრებულია, როგორც
ახალი პარკის ცენტრალური არქიტექტურული ნაგებობა, რომლის მიზანია ტერიტორია გართობისა და დასვენების ცენტრად გადააქციოს. კოშკის საერთო სიმაღლე 25 მეტრი იქნება და სართულები ერთმანეთს ხვეული კიბით დაუკავშირდება.
კოშკის ირგვლივ გათვალისწინებულია მოოქროვილი გუმბათით გადახურული სხვადასხვა მოცულობის 8 აუზის მოწყობა.
Internet.ge