პარლამენტში
საქართველოს
პრეზიდენტს
მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან.
პრეზიდნეტის საკანონმდებლო ორგანოში დღის 17:00 საათისთვის მივა.
არსებული
ინფორმაციით,
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ეზოში, სააკაშვილი საზეიმო ფორმატის შეხვედრას, თავადაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან
გამართავს,
რომლებიც ამ წუთებში უკვე პარლამენტის ეზოში იმყოფებიან.
გავრცელებული
ინფორმაციით,
პრეზიდენტი
სამინისტროს
თანამშრომლებს,
კერძოდ კი ოფიცრებს, დღესვე, საზეიმოდ დააჯილდოვებს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს პრეზიდენტის
პრესსამსახურის უფროსმა, ნათია ბანძელაძემ განუცხადა, აღნიშნულ ინფორმაციას ვერც
უარყოფს და ვერც დაადასტურებს. ბანძელაძემ განგვიცხადა, რომ დაველოდოთ და
რამდენიმე წუთში გვეცოდინება, რა იქნება.
„დაელოდეთ და რამდენიმე წუთში გახდება
ცნობილი რა იქნება. ამ წუთში მე ვერაფერს დავადასტურებ და ვერც უარვყოფ“-განაცხადა ბანძელაძემ.
ინფორმაცია, ქვეყნის პირველი პირის
პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით, არ დაადასტურეს თავდაცვის სამინისტროში,
თუმცა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციას ვერც უარყოფენ.
ქვეყნის
პირველი პირის სიტყვით გამოსვლისთვის პარლამენტის ეზოში უკვე დამონტაჟებულია ტრიბუნა და შესაბამისი აპარატურა პირდაპირი სატელევიზიო ეთერისთვის.
internet.ge