მსუბუქი თვითმფრინავი
პირდაპირ საბავშვო ბაღის ეზოში ჩავარდა. ავიაკატასტროფას ორივე პილოტი ემსხვერპლა.
ზაფხულის გამო,
საბედნიეროდ, საბავშვო ბაღი დაკეტილი იყო და არც შენობაში და არც ეზოში არავინ
იმყოფებოდა.
„ინტერფაქსის“ ცნობით,
თვითმფრინავი სოფელ გორელოვოდან აეროდრომზე მიფრინავდა. ავარიამდე, ის, პოლონეთში
შეარემონტეს.
თვითმხილველთა თქმით,
ჩამოვარდნისთანავე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.
წინასწარი ვერსიით პრობლემები ძრავამ შექმნა, პილოტები მინდორზე დაჯდომას შეეცადნენ,
მაგრამ მართვა დაკარგეს და საბავშვო ბაღს დაეცნენ - ამბობენ სამართალდამცავები.
Internet.ge