ჩინეთის ქალაქ
ჩჟანძიანში მაშველებმა მოახერხეს გადაერჩინათ ქალი, რომელიც თვითმკვლელობის მიზნით
მაღალსართულიანი სახლის სახურავიდან ხტებოდა.
როგორც გაირკვა, სუიციდის მცდელობის მიზეზი ოჯახში კონფლიქტი გახდა, რომლის დროსაც
ქალმა, შემთხვევით, საკუთარი დისშვილი მოკლა.
სოციოლოგთა მონაცემებით, თვითმკვლელობა ჩინეთში საკმაოდ გავრცელებულია:
ყოველწლიურად, საკუთარი ნებით სიცოცხლეს იქ 280 ათასი ადამიანი ასრულებს, სუიციდის
წარუმატებელი მცდელობის შემთხვევების რაოდენობა
კი 2 მილიონს აღწევს.
internet.ge