უბედური შემთხვევა მოხდა კახეთში.
ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში, ტყეში შეშის მოსაჭრელად მყოფ მამაკაცს ხე
დაიცა, რის შედეგადაც სასიკვდილო დაზიანებები მიიღო.
37 წლის სულიკო ამირხანოვი მიღებული დაზიანებებით ადგილზე
გარდაიცვალა. გარდაცვლილი ტყეში მეგობრებმა შემთხვევიდან რამდენიმე საათში იპოვეს.
ადგილობრივების თქმით, მას ძირითადი ტრამვა თავზე აქვს მიღებული.
internet.ge