საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელთან ერთად, ყაზბეგის
რაიონში რამდენიმე ობიექტი დაათვალიერა.
მერაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი და გუბერნატორი, ენერგეტიკის მინისტრთან, ვახტანგ ბალავაძესთან ერთად, მდინარე თერგზე მშენებარე ჰიდროელექტროსადგურებს „ლარსი ჰესსა" და „დარიალი ჰესს" ესტუმრა და მშენებლობის პროცესს გაეცნო. ჰესების მშენებლობა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს და 2014 წელს, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, საქართველოს რეგიონებს ხარისხიანი ელექტროენერგიით
უზრუნველყოფს.
ორივე
ჰიდროელექტროსადგურის
მშენებლობა
გასულ წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჯამში დადგმული სიმძლავრე 127 მეგავატს, ხოლო წლიური გამომუშავება
619 მილიონ
კილოვატ/საათს შეადგენს. აღნიშნული ჰესების მშენებლობაში
155 მილიონი
აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო და 328 ადამიანი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობიდან, დასაქმდა.
ჰესების
შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაბა სტეფანწმინდაში ახლად გახსნილი სასტუმრო „Rooms
Hotel Kazbegi" დაათვალიერა
და დამსვენებლებს გაესაუბრა. სასტუმრო 2012 წლის ივლისში გაიხსნა და მას 156 ოთახი აქვს. სასტუმროში 90 ადამიანი არის დასაქმებული, რომელთა უმეტესობაც ადგილობრივია.
internet.ge