ბახტრიონის ქუჩაზე 30 წლამდე მამაკაცის გვამი იპოვეს
16:39 24.08.2012
|
დღის სიახლეები
|
რამდენიმე წუთის წინ, ბახტრიონის ქუჩაზე, თბილისის წყლის საქაჩი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცის გვამი იპოვეს.
სავარუდოდ, მამაკაცი 30 წლამდეა და იგი ინდოეთის მოქალაქეა. გვამი ხეზე იყო ჩამოკდებული, რომელიც შემთხვევით გამვლელმა შეამჩნია და საპატრულო პოლიციას შეატყობინა.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობს ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი. გვამი უკვე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრშია გადასვენებული.
ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.
საქმე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|