ტელეკომპანია "რეალ TV", მიმდინარე წლის 6 აპრილს, "ინტერენტ.ჯი"-ზე გამოქვეყნებული
მასალის გამო, საინფორმაციო სააგენტოს სასამართლოში უჩივის.
განცხადება ამის შესახებ ტელევიზიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც
უცვლელად გთავაზობთ:
"მიმდინარე წლის 6 აპრილს,
საინფორმაციო სააგენტო "ინტერნეტ.ჯი"-მ http://internet.ge/?l=GE&m=1&sm=0&ID=817
გამოაქვეყნა მასალა სათაურით - "ივანიშვილის ახალ ტელევიზიაში შსს-მ "რეალ
TV"-ის კადრები ჩანერგა?!". სტატიაში საუბარი იყო იმაზე, თითქოსდა
"რეალ TV "-ის ხელმძღვანელობამ "მე-9 არხში" აგენტებად საკუთარი კადრები
გაუშვა და მათ ამაში ხელფასსაც კი უხდის, რაც რეალობას მოკლებულია.
ჟურნალისტები და ტექნიკური თანამშრომლები,
რომლებიც მოხსენიებულნი არიან სტატიაში, "მე-9 არხზე" საკუთარი სურვილით
გადავიდნენ და ტელევიზიის მხიდან მათ "დავერბოვკებას" (როგორც "ინტერნეტ.ჯი"-ს
მასალაშია ნათქვამი) ადგილი არ ჰქონია.
გამოცემამ ცილისმწამებლური
ინფორმაციები გამოაქვეყნა ჩვენი მისამართით, რაც მიგვაჩნია, რომ მიზნად ისახავდა
"რეალ TV"-ის დისკრედიტაციას.
შესაბამისად, "რეალ TV", პატივისა და
ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართავს.
ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო ნათელს მოჰფენს
რეალობას. დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული მასალის გამოქვეყნება გარკვეული
წრეების ინტერესში იყო და მიზნად ისახავდა ტელევიზიის დისკრედიტაციას."
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მასალაში საუბარი იყო "რეალ TV"-იდან
თანამშრომლების "მე-9 არხში" შეგზავნაზე. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ამ
ტელევიზიიდან ჟურნალისტებისა და ტექნიკური თანამშრომლების დიდი ნაკადი გადავიდა
ივანიშვილის ტელევიზიაში, რაც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სწორედ ტელევიზიის
ინტერესების გათვალისწინებით მოხდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ მასალის მომზადებისას, "ინტერნეტ.ჯი"
დაუკავშირდა ტელეკომპანიის ხელმძღვანელსაც, რომელმაც ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.
თუ დავა სასამართლოში გაგრძელდება, "ინტერნეტ.ჯი"-ს წყარო მზადაა
საჯაროდ ისაუბროს იმ საკითხებზე, რომელიც მასალაშია ასახული.
Internet.ge