ბათუმის იუსტიციის სახლში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით,
ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის (Black Sea CBC) რიგით მეორე კონკურსის გამარჯვებულებს, პროგრამაში აქტიური მონაწილეობისათვის,
მადლობის სიგელები გადაეცათ.
აღნიშნული პროგრამა შავი ზღვის
რეგიონში მოქმედი არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების,
მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო უნივერსიტეტების დონეზე თანამშრომლობის ხელშეწყობასა
და ერთობლივი რეგიონალური ინიციატივების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
მადლობის სიგელები გადაეცა ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმს, ქუთაისის მუნიციპალიტეტს,
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, თბილისის მერიას, ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო კომპიუტერების
ქსელების ასოციაციას (GRENA), კავშირს „მეცნიერება და ენერგეტიკა“, კავკასიის ეკონომიკური
და სოციალური კვლევისა და პოლიტიკის ანალიზის
საერთაშორისო ცენტრს, გ ჩუბინიშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის
ინსტიტუტს, იმერეთის მეცნიერთა კავშირს „სპექტრი“, ფონდს „კავკასიის ეკოლოგია“,
არასამთავრობო ორგანიზაციას „აგრო-ბიზნეს კონსალტინგი“, ფონდს „ტაძრელი“.
შეგახსენებთ, რომ საქართველო 2009 წლიდან CaerTo შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა
თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებაში და
2012 წლის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში 20-მა ორგანიზაციამ მოიპოვა მონაწილეობის უფლება წარმატებულ პროექტებში ტურიზმის, გარემოს დაცვის,
განათლებისა და კუტურული თანამშრომლობის სფეროებში. 2011 წელს კი პროგრამის პირველი
კონკურსის ფარგლებში საქართველო მხოლოდ 7 პროექტში იყო წარმოდგენილი.
internet.ge