ლოტოს ჯეკპოტი კიდევ ერთხელ გათამაშდა, თუმცა ამ
ეტაპაზე მილიონერის ვინაობა უცნობია.
გამარჯვებული ლატარიის კომპანიაში ჯერ არ მისულა,
კომპანიაში მას ყოველ წუთს ელოდებიან. გამარჯვებულს
უფლება აქვს 6 თვის განმავლობაში აიღოს მოგებული თანხა.
ის კუთვნილ თანხას გამოჩენიდან
ორ კვირაში მიიღებს.
ცნობილია, რომ გამარჯვებულმა, ლატარიის ბილეთი გლდანში, სავაჭრო ცენტრ „მარიამის“ მიმდებარე ტერიტორიაზე
შეიძინა. მოგებული ბილეთის გამყიდველს თანხის
ორი პროცენტი ერგება, შესაბამისად, ლატარიის კომპანია გამყიდველს 20 000 ლარს გადასცემს.
შეგახსენებთ, რომ ლოტოს ჯეკპოტის ისტორიაში ეს
რიგით მეოთხე გამარჯვებულია.
internet.ge