მიხეილ სააკაშვილი საირმეს სტუმრობდა
12:07 26.08.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს პრეზიდენტი რეგიონებში შეხვედრებს
განაგრძობს. დღეს მიხეილ სააკაშვილი საირმეში იმყოფებოდა.
პრეზიდენტმა საირმეში განხორციელებული ინფრასტრუქტურული
პროექტები დაათვალიერა და ადგილობრივებსა და დამსვენებლებს გაესაუბრა.
ქვეყნის პირველმა პირმა მთავრობის პროგრამებზე ისაუბრა და საირმის მოსახლეობას ის ინფრასტრუქტურული პროექტებიც
გააცნო, რომელიც ქვეყანაში უახლოეს მომავალში განხორციელდება.
მიხეილ სააკაშვილმა
ყურადღება საქართველოს ტურისტული ზონების განვითარებაზე გაამახვილა.
კურორტ საირმის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხუთი მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|