ჯეკპოტის მფლობელის ვინაობა უკვე ცნობილია. მილიონი ლარის
მფლობელი გორში მცხოვრები 52 წლის ნანა ქალიაშვილია.
ქალიაშვილმა
ჯეკპოტი, საქართველოს ლატარიის კომპანიის გათამაშებაში მოიგო.
გათამაშების
წესების მიხედვით, ბილეთის გამყიდველი 20 ათას ლარს მიიღებს.
როგორც
ცნობილია გამარჯვებულმა მომგებიანი ბილეთი
თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთ ჯიხურში შეიძინა. მოგებულ თანხას
ნანა ქალიაშვილს ორი კვირის განმავლობაში გადასცემენ.
Internet.ge